ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი 17 ბანკის მთლიანი წმინდა მოგებიდან 87,34% ორ სისტემურ ბანკზე – თიბისისა და საქართველოს ბანკზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ბანკის წილი წმინდა მოგებაში 49,9%–ს შეადგენს, ხოლო თიბისის – 37,4%–ს. დანარჩენ 12,7%–ს კი 15 ბანკი ინაწილებს.