იანვარ-მარტში ქვეყანაში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 1.3 მლნ შეადგინა

Published:

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის
ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.3 მილიონით განისაზღვრა,
რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა
რაოდენობამ 1.6 მილიონი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო
თვიური რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების
რაოდენობა 6.8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

დიაგრამა №1 ასახავს 2023-2024 წლების პირველ კვარტალებში საქართველოს რეზიდენტი
ვიზიტორებისა და მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურ რაოდენობებს.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს
ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა
688.2 ათასით განისაზღვრა, რაც 10.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელზე.

2024 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო
თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 265.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 8.6
პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე
გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 1.8 პროცენტით და 170.9 ლარს უტოლდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img