დღეს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს.
სარჯველაძე სესიაზე უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ამასთან, მინისტრის მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ონკოლოგიური პაციენტები შეიკრიბებიან მოთხოვნით: “მოვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას; მინდა ვიცოცხლო“.
ცნობისთვის, “მინისტრის საათის“ ფორმატში გუშინ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმინეს.