კობახიძე ხარებაშვილის მუქარას “ირონიას” უწოდებს

Published:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ზვიად ხარებაშვილის მუქარის შემცველ განცხადებას “ირონიას” უწოდებს.

28 მაისს გდდ-ს დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა თქვა: “მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. აი, სია გვაქვს”.

ირაკლი კობახიძე ხარებას ამ კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პასუხობს, რომ “ირონიას იმსახურებდა ადამიანი, რომელსაც ის მიმართავდა”.

“მე არ მგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება, ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება. […] ფაქტია, რომ ეს იყო ირონიული განცხადება, რომელიც მიმართული იყო ისეთი ადამიანისკენ, რომელიც ამას იმსახურებს”, – ამბობს კობახიძე.

28 მაისს ზვიად ხარაზიშვილმა ლევან ხაბეიშვილზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ხაბეიშვილს “უარესი ელის”. ვაჟა სირაძე კი ირწმუნება, რომ მსგავსი რამ “არ გაუგია და ვერ დაადასტურებს”.

ზვიად ხარაზიშვილიი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია. სწორედ ის ფიგურირებს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე მოქალაქეების ცემასა და ძალადობაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img