მიუღებელია ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია… ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს ამ პროექტს – ონის მერი ფონდ “ფეა თრიიზი”-ს განცხადებაზე

Published:

ონის მუნიციპალიტეტის მერია უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს სრულად დააფინანსებს – ამის შესახებ “კურიერთან” მუნიციპალიტეტის მერმა, სერგო ხიდაშელმა განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის 70%-ს ისედაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფდა, ხოლო ფონდ “ფეა თრიიზი”-ს განცხადება სპეკულაციური იყო.

“უპასუხისმგებლო განცხადება იყო, რადგან პროექტის, დაახლოებით, 70% ფინანსდებოდა ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ჩვენი მხრიდან იყო საუბარი, რომ მოხდებოდა ამ სივრცის კეთილმოწყობა, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რასაც მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფდა, მათი მხრიდან იყო საუბარი მხოლოდ მომსახურებაზე.

საუბარია ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობაზე და საჭიროებებზე და მიუღებელია ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია. ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს ამ პროექტს და პროექტი განხორციელდება,” – აცხადებს სერგო ხიდაშელი “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ფონდმა “ფეა თრიიზი” გაავრცელა განცხადება, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი უკვე უარყოფითად აისახა მათ მუშაობაზე, რის გამოც მათ ონის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაჩერეს. საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა ონის მუნიციპალიტეტის მერიამაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ფონდის გადაწყვეტილება სპეკულაციურია და არასწორ ინფორმაციას შეიცავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img