უკრაინელებმა 9 ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი და 7 რაკეტა გაანადგურეს

Published:

რუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წუხელ 19 რაკეტით და 32 Shahed-ის დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი და 7 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.

რუსებმა რაკეტები და დრონები რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქიდან, ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან და დროებით ოკუპირებულ ყირიმიდან გაუშვეს.

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა Х-101/Х-555 ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 32 დრონი ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ხერსონის, კიევისა და ვინიცის ოლქებში ჩამოაგდეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img