30 ვერცხლად გაყიდული – წარწერა ქართულ და ფრანგულ ენაზე ელისო ბოლქვაძის სახლთან

Published:

“30 ვერცხლად გაყიდული” – ეს წარწერა ქართულ და ფრანგულ ენაზე დააწერეს მოქალაქეებმა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის ელისო ბოლქვაძის სახლთან.

მანამდე კი, პარიზში ჩასულ ელისო ბოლქვაძეს “მონა” ეძახეს – ბოლქვაძე ის დეპუტატია, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. კრიტიკის საპასუხოდ “ოცნების” დეპუატატმა მოქალაქეს “იდიოტკა” დაუძახა და გალანძღა. მეტიც, ის პროტესტის მონაწილეებს პოლიციით დაემუქრა.

“მონა, წადი მოსკოვში” – ეუბნებიდნენ ქართველი ემიუგრანტები ივანიშვილის გუნდის წევრს. 

ვერ შევიკავე თავი, იმიტომ, რომ ეს ქალი ორი დღის წინ იყო თბილისში, ხელი მიაჭირა იმ ღილაკს, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ფაქტობრივად, მოუსპო შესძლებლობა ამ ქვეყანაში ინტეგრირების,” – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ელისო ბოლქვაძეს აროპორტში შეხვდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img