ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში რამდენიმე ადგილას აღინიშნება

Published:

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, გაიმართება „რანინას“ კონცერტი.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში.

კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე – კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი, ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი, 16:00-19:00 საათი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი

დედაენის ბაღში 17:00-21:30 საათებში დაგეგმილი საბავშვო გასართობი პროგრამა ასეთია: საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა; ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა; ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე; ბროშების დამზადების სადგური; მეზღაპრის კუთხე; თითების თეატრის წარმოდგენები; VR სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით; საპნის ბუშტების შოუ; ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ; 10-მდე საბავშო-გასართობი სადგური; საბავშვო ატრაქციონები; მინი გოლფი; სკეიტ შოუ; ფოტოზონა-გიფერი; დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა; ზღაპრის გმირები; 18:00-19:00 – თოჯინების სპექტაკლი „ჟოზე“; 20:00 – „რანინას“ კონცერტი.

ღინისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img