ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის არასრულწლოვან შვილს ღამის 2 საათზე უცხო ნომერმა დაურეკა და 8 წლის ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა.
“8 წლის შვილს ურეკავენ ღამის 2 საათზე და აგინებენ და ესენი მელაპარაკებიან ბიუჯეტის გაზრდაზე, თურმე მადლობა უნდა ვუხადო ბატონ ბიძინას,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.
ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ, დადგინდეს, ვინ ურეკავს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს და შეურაცხყოფას აყენებენ.
“ქართული ოცნების” დეპუტატები ამტკიცებენ, რომ მუქარის და შეურაცხმყოფელი ზარების უკან მათი გუნდი არ დგას. ასევე ითხოვენ დადგინდეს, ვინ ტოვებს მადისკრედიტირებელ წარწერებს ოპონენტების სახლებთან.
სხდომას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც ესწრება, რომელიც ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.