გონჩარენკო – დღეს საქართველო კრემლის მიერ კონტროლდება

Published:

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო ეხაურება უკრაინის მოქალაქეების განცხადებებს, რომლებიც საქართველოს საზღვარზე არსებულ მკაცრ კონტროლზე საუბრობენ.

გონჩარენკო “მთავართან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას საზღვარზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. თუმცა, ის ფიქრობს, რომ დღეს საქართველო პუტინისა და კრემლის მიერ კონტროლდება.

“დღეს საქართველოში სამწუხაროდ კიდევ უფრო ნათლად იკვეთება რუსული გავლენები. ეს პრინციპში ივანიშვილის აქციაზე გამოჩენამ და მისმა გამოსვლამაც დაადასტურა, რომ ბოლომდე პუტინისტური გეგმის მიხედვით მოქმედებს. დღეს საქართველომ უნდა აირჩიოს თავისი მომავალი – სურს იყოს რუსეთის მხარეს თუ ჰქონდეს ევროპული მომავალი. ცხადია, ივანიშვილსა და მის გარემოცვას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს. მე ამ ფაქტების შესახებ არ ვიცი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველო პუტინისა და კრემლის მიერ კონტროლდება და, ამიტომ, არამარტო უკრაინელებს, არამედ მალე ყველა სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც აღარ შეუშვებენ საქართველოში, ვინც ოკუპანტი რუსეთის და პუტინის წინააღმდეგია,” – ამბობს გონჩარენკო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img