ქადაგიშვილი – შავი ყორანი ევროპული ლოზუნგებით რაც არ უნდა ხეხო, ვერასდროს გათეთრდება

Published:

შავი ყორანი ევროპული ლოზუნგებით რაც არ უნდა ხეხო, ვერასდროს გათეთრდება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციას იმ დონემდე ვერ მიიყვანს, რომ ძალაუფლება მოიპოვონ.

„ეს არის მორიგი ფეიკ ლოზუნგი, როგორიცაა „რუსული კანონი“. ამ ფეიკ ევროპელების უკან ავტორიტარიზმისა და დესპოტური მმართველობის შემქმნელი პოლიტიკოსები იგულისხმებიან ანუ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. რა თქმა უნდა, შავი ყორანი ევროპული ლოზუნგებით რაც არ უნდა ხეხო, ვერასდროს გათეთრდება. სამწუხაროდ, პრეზიდენტი რეზიდენტად იქცა და ოპოზიციას იმ დონეზე ვერ მოიყვანს, რომ ისინი საქართველოში ძალაუფლებაში მოვიდნენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img