“უკრაინას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ნატო არ უნდა იყოს ჩათრეული ამ ომში“-ანალენა ბერბოკი

Published:

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ თავდაცვის უფლება წარმოადგენს ჩვენი [უკრაინისადმი] მხარდაჭერის ხაზს. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ ამ ომში ნატოს ჩათრევა. ეს არის ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიცავთ ჩვენ და იცავენ სხვებიც“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 31 მაისს, ნატოს არფორმალურ მინისტერიალზე ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვის პასუხად.

ალიანსის შიგნით კვლავაც არ არის ერთსულოვნება, უნდა მიეცეს თუ არა უკრაინას უფლება გამოიყენოს დასავლეთის ქვეყნების მიერ გადაცემული შორი რადიუსის არტილერია და სარაკეტო დანადგარები რუსეთში განლაგებული სამიზნეების წინააღმდეგ.

უფრო ადრე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ არ ემხრობა უკრაინისთვის გადაცემული გერმანული მოდელის შორი მოქმედების სარაკეტო დანადგარებიდან რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებას.

ამ გადაწყვეტილებისადმი ცალსახა მხარდაჭერა ნატოს პრაღის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს პოლონეთისა და ბალტიისპირეთს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ანალოგიური მესიჯით ჩავიდა პრაღის მინისტერიალზე ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც.

30 მაისს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის დარტმებზე შეზღუდვების მოხსნას 28 მაისს მხარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც დაუჭირა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img