საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის დამტკიცებულ რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სალომე ზურაბიშვილი ახლა ფიქრობს, ინდივიდუალურად გადააგზავნოს სასამართლოში სახიფათო კანონი თუ საკონსტიტუციოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიმართოს.
საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხევაა, – ამბობს ეკა ბესელია.
“არასდროს არ მომხდარა ეს, რაც კი მახსოვს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, პრეზიდენტი არ ყოფილა არცერთი კანონის გასაჩივრების ავტორი და ამ კნაონის სიმძიმიდან გამომდინარე, ბუნებრივია, არის განსაკუთღებული მნიშვნელობის და განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც შესძენს ამ საქმის განხილვას პრეზიდენტის წარმომადგენლობა. ამ საკითხზე ვმუშაობთ, გავდივართ კონსულტაციებს, რომ კოორდინაცია იყოს იმ ჯგუფთან, რომელიც ამ საქმეს ამზადებს ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში. სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური ძალა ექნება, თავისთავად ცხადია, ამ პროცესს.
საკონსტიტუციო სასამართლოთვის ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საქმე და მითუფრო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სრული საფუძველი ამ კანონის გასაუმებლად. ესეც განსახილველი. სტრასბურგის სასამართლოს ასეთი პრეცედენტები არ ჰქონია, – ამბობს ეკა ბესელია