გლდანის “ა” მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

Published:

გლდანის “ა” მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან, დაახლოებით, 12000 კვ.მ. ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ირაკლი
ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

„პროექტით გათვალისწინებულია არსებული სივრცის სრულად მოწესრიგება. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. მოეწყობა განათება, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ზონები,
ფიტნეს ზონა, დასასვენებელი პავილიონები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. საბოლოო ჯამში, ეს სივრცე ადგილობრივებს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა
კახა კალაძემ.მერთან ერთად ადგილზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის
შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img