გიორგი ზვიადაძე – ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის მძიმე შედეგების მომტანი პროპაგანდა მოექცეს კანონის ჩარჩოებში

Published:

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონების პაკეტის ინიცირებას მიესალმება.

მისი განცხადებით, პროპაგანდა, რომელიც, ადამიანის სულიერებისთვის დამღუპველია, კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

“ეს პროპაგანდა წინააღმდეგია რელიგიური ცნობიერების, ქრისტიანული ღირებულებების და ეს აშკარაა. ამ ცხოვრების წესს მოაქვს უდიდესი კატასტროფა და უდიდესი სიმძიმე ნებისმიერი ადამიანისთვის სულიერი თვალსაზრისით. არსებობს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და ამ კონტექსტშიც ძალიან მნიშვნელოვანია კანონის დაინიცირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მავნე და უკიდურესად დამღუპველი ადამიანის პიროვნებისთვის და ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის უკიდურესად მძიმე შედეგების მომტანი პროპაგანდა, როგორღაც, მოექცეს კანონის ჩარჩოებში”, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონების პაკეტი დააინიცირა. საკანონმდებლო პაკეტი, 8 საკითხს ეხება, მათ შორის, ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას და სექსუალური უმცირესობების შეკრებას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img