მეთიუ მილერი – ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია, მაგრამ რომ არ ვიყოყმანებთ მათ დაწესებაზე 

Published:

“მიღებული კანონი აშორებს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან და შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია მოახდინოს, ახშობს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, ეს ქმედებები ძირეულად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან”, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა.

მილერმა სანქციებზე დასმულ კითხვასაც უპასუხა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს კითხვა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა, რომელიც “ფარას” რეესტრში ფიქსირდება.

“ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ზუსტად იმ საკითხით, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაიყვანს, რამაც შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.

ეს ქმედებები რადიკალურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, რის გამოც ჩვენი ურთიერთობების გადახედვა დავიწყეთ და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ჩვენს პასუხს განვიხილავთ.

ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჩვენ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია, ამ საკითხზე მეტს არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვიყოყმანებთ მათ დაწესებაზე”, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img