“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” რუსეთიდან აქვს დავალება, დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩახსნას. ოპოზიციის წევრის თქმით, თუ საზოგადოებას არ სურს, რომ პუტინის ხახაში მოექცეს, თავად ხელისუფლება უნა მოაქციოს იზოლაციაში და ჩამოაშოროს ძალაუფლებას.
“რუსეთიდან მათი დავალება არის, რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობები ჩაიხსნას, რასაც ბიძინა ივანიშვილი დღეს ცდილობს, რომ განახორციელოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და რუსეთის დავალებით. ამიტომ ჩენი ამოცანა არის ძალიან ცხადი, რომ ჩვენ თუ არ გვინდა, დავრჩეთ აბსოლუტურად დაუცველი, ყველანაირი სტრატეგიული მოკავშირის გარეშე და აღმოვჩნდეთ ვლადიმერ პუტინის ხახაში, იზოლაცია „ქართულ ოცნებას“ უნდა გაუკეთოს ქართველმა ხალხმა და იზოლაცია, ამ შემთხვევაში, ნიშნავს მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას,” – ამბობს სალომე სამადაშვილი.