გასულ წელს კომუნიკაციების დარგიდან ბიუჯეტში 0,5 მილიარდი შევიდა

Published:

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, რომ გასულ წელს, კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 65.3 მილიონით მეტია.

აღნიშნული თანხიდან, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 56 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ – 441.5 მლნ ლარი. რაც შეეხება ლიცენზირებიდან მიღებულ შემოსავალს, 2023 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ – 2 მლნ ლარი შევიდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების სახით კი, გასულ წელს ბიუჯეტში 46,930 ლარი ჩაირიცხა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img