სოფელ გეგუთში მცხოვრებლები ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ

Published:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრებლები ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.

ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს.

მათი თქმით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო და კომპანია ტერიტორიის შემოღობვით სამუშაოებს ასრულებს.

აქციას მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პერიმეტრზე განლაგებული ბოძები მოთხარეს და განაცხადეს, რომ სამუშაოების გაგრძელებას არ დაუშვებენ.

მოსახლეობის თქმით, ფართობს პირუტყვის საძოვრებად იყენებენ და ნაგავსაყრელის მოწყობის შემთხვევაში, პირუტყვი საძოვრის გარეშე დარჩება.

“თავს შევაკლავთ და მაინც არ ავაშენებინებთ, ათასობით ადამიანი პროტესტის უკიდურესს ზომას მივმართავთ. გარდა იმისა, რომ პირუტყვი საძოვრების გარეშე რჩება, ასევე მოიწამლება სასმელი წყალი, ჰაერი და ისტორიულ თამარის ციხესთან, სადაც ყოველდღიურად ტურისტები ჩამოდიან, მათ უკვე ნაგავსაყრელი დახვდებათ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img