თბილისში, ვაკეში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს გაჩერებაზე შეეჯახა.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.