პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64%-ით შემცირდა – ინვესტიციებს ენერგეტიკა ლიდერობს

Published:

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023
წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. შემცირება განპირობებულია
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და
სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2022-2024 წლებში.

2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img