თბილისში ბინებიზე ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

Published:

recov.ge-ის მონაცემებით, 2024 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 225 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 10%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 6%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. 

ასევე, 2024 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 0.5%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 8% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 5% და 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, 2024 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის შემცირებული.

 recov.ge- ასევე აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის მაისთან შედარებით, 9%-ით – 1,261 ერთეულამდე შემცირდა. ბაზრის ზომამ კი 7%-ით იკლო და $62 მლნ შეადგინა.

ამასთან, ბათუმში 2024 მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა. 

საანგარიშო პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,090 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 1%-ით, 724 აშშ დოლარამდე შემცირდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img