“ალტ ინფო” არჩევნებში მონაწილეობას „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიით მიიღებს

Published:

პრორუსული და ძალადობრივი „ალტ ინფოს“ ერთე-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი პრორუსული პარტიის, “პატრიოტთა ალიანსის” პარტიის მეშვეობით მიიღებენ.

ზურაბ მახარაძის თქმით, “პატრიოტთა ალიანსთან” შეთანხმება მიღწეულია.ერთადერთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურადაც გვაქვს თანხვედრაც და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ახლა არის საპარლამენტო პარტია.

კონსერვატიულ ფლანგზე ვინც არის მეტ-ნაკლებად წონიანი, მართლა კონსერვატიული ძალა, გაერთიანდება და „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის მეშვეობით ეს დიდი ეროვნული ერთობა მიიღებს არჩევნებზე მონაწილეობას”- თქვა მახარაძემ. 

    Related articles

    spot_img

    Recent articles

    spot_img