ელისო ბოლქვაძე – საფრანგეთის აეროპორტში რაც მოხდა, შეკვეთილი იყო

Published:

დილიდან პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლების მხრიდან მუქარებზე და თავდასხმებზეა საუბარი.

უმრავლესობა კი ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია ძალადობრივი ფაქტები, ასევე ძალადობასთან დაკავშირებით “რადიკალური ძალების” მიდგომა ორმაგი სტანდარტით.

ელისო ბოლქვაძე კი საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს შეკვეთილი ბულინგია.

“ეს არის შეკვეთილი ბულინგი, ეს “აღშფოთებული” მოქალაქეები კი არიან გადახდილები და ევალებათ მსგავსი რამის კეთება, გადაღება და გავრცელება. ჩემი ამბავი ყველამ იცის. საფრანგეთის აეროპორტში რაც მოხდა, ეს იყო შეკვეთილი. კიოდნენ აეროპორტში, რომ თურმე მე საფრანგეთში რატომ ვარ და წადი რუსეთშიო. ეს ყველაფერი იყო კარგად დაგეგმილი და შეკვეთილი,” – აცხადებს ბოლქვაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img