ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

Published:

აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას Facebook-გვერდზე აქტივისტი სალომე ბარკერი ავრცელებს. 

მისი თქმით, ბერძენიშვილს ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა. 

“შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.

სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ”, – წერს ბარკერი. 

თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ზუკა ბერძენიშვილი ერთ-ერთია, ვინც პარლამენტის წევრებს “მუქარით და შეურაცხყოფით” ურეკავს. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img