გაწმენდითი სამუშაოების გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იზღუდება

Published:

ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img