წალენჯიხა იუვენტუსის აკადემიის პირველი ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე

Published:

ტურინში იუვენტუსის აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატზე წალენჯიხა იუვენტუსის აკადემიის ფეხბურთელებმა პირველი დღე ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულეს.

წალენჯიხამ ლონდონის იუვენტუსს 12-1 სძლია და პირველივე შეხვედრაზე ფავორიტებში დაწინაურდა. დღესვე წალენჯიხა იუვენტუსის პატარა ფეხბურთელებმა ლოს ანჯელესი დაამარცხეს ანგარიშით 4-0, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის დელ პიეროს აკადემიაა და დღის უპირობო ლიდერები გახდნენ.

ხვალ წალენჯიხის ფეხბურთელებს გადამწყვეტი თამაში აქვთ პოლონეთის იუვენტუსის აკადემიასთან, რის შემდეგაც გაირკვევა ვინ გააგრძელებს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელები ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში პირველად მონაწილეობენ. იუვენტუსის აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატში, ჯამში, 26 ქვეყნის 36 აკადემია იღებს მონაწილეობას.

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემია, სადაც აღსაზრდელები სრულიად უფასოდ სწავლობენ, ერთი წლის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივით შეიქმნა და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტია.
ტურინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წალენჯიხის იუვენტუსის აღსაზრდელებს პირადად მამუკა ხაზარაძე ახლავს და გულშემატკივრობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img