ბორჯომის ცენტრალური პარკი წლის ბოლომდე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს

Published:

ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, პარკი წლის ბოლომდე სრული დატვირთვით იფუნქციონირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, კონკრეტული ლოკაციების მიხედვით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხორციელდება, რაც არ აფერხებს ვიზიტორების ტერიტორიაზე გადაადგილებას.

რაც, შეეხება ატრაქციონებს, პარკში ოთხი ატრაქციონი ფუნქციონირებს – ავტოდრომი, მინი-ჯეტი, მატარებელი და თვალსაწიერების (ე.წ. ეშმაკის) ბორბალი პლატოზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img