ერევანში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 101 ადამიანი დაშავდა

Published:

ერევანში, სომხეთის პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა, – ინფორმაციას მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბაგრამიანის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დახმარებისთვის 101-მა სამოქალაქო პირმა და პოლიციელმა მიმართა“, – ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 85 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებებიდან უკვე გაწერეს, 16 კი – მკურნალობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, გუშინ, ერევანში, პარლამენტის შენობის წინ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა და სპეცრაზმმა, მის დასაშლელად, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, სულ მცირე, 60 ადამიანი დააკავეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img