ზურაბიშვილი გაიბუტა იმიტომ, რომ დაასწრეს და ფეხბურთელებს უთხრეს, რომ ღირსების ორდენის ღირსი იყვნენ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
მაჭარაშვილის თქმით, „ისეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც იბუტება, ურეკავს თავის პატრონებს და ეუბნება, რომ აქ ჩაგრავენ”.
“ზურაბიშვილი გაიბუტა იმიტომ, რომ დაასწრეს და ფეხბურთელებს უთხრეს, რომ ღირსების ორდენის ღირსი იყვნენ. გაიბუტა – მე რატომ არ მითხარით, მე უნდა მეთქვა პირველიო. ახლა აბა მიდი თუ კარგი ბიჭები ხართ, მიეცით ღირსების ორდენიო – ასეთ ადამიანთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომელიც იბუტება და ურეკავს თავის პატრონებს და ეუბნება, რომ აქ ჩაგრავენ, ოპოზიციას ეუბნება, რომ “მოდით, ამ ქვეყანას შევებრძოლოთ” და ა.შ. არაუშავს ამ სიტუაციას დეკემბერში გამოვასწორებთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.