პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობები დაასახელა

Published:

უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო პირობებია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან უკრაინული ჯარების გაყვანა და კიევის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენი პირობები ასეთი საუბრის დასაწყებად მარტივია – უკრაინის ჯარები სრულად უნდა გაიყვანონ დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან, ამ რეგიონების მთელი ტერიტორიიდან. როგორც კი კიევში განაცხადებენ , რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად განაცხადებენ ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმის შესახებ, ჩვენი მხარე დაუყოვნებლივ, იმავე წუთში გასცემს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას“, – აღნიშნა პუტინმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img