საბა ბუაძე – იპოდრომის ტერიტორიაზე 77-სართულიანი ცათამბჯენისა და 6 მოზრდილი შენობის აშენება იგეგმება – ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება

Published:

იპოდრომის ტერიტორიაზე 77-სართულიანი ცათამბჯენისა და 6 მოზრდილი შენობის აშენება იგეგმება, ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება – ამ მშენებლობის განხორციელება კატეგორიულად დაუშვებელია , – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ლელოს“ დეპუტატმა, საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნება“ ამ დანაშაულისთვის მწვანე შუქის მიცემას აპირებს.

როგორც ბუაძემ განაცხადა, ოპოზიცია ამ მავნებლობის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩვენ ვართ ახლა იპოდრომის ტერიტორიაზე. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ივანიშვილი ყიდის „ვისოლ ჯგუფზე“ და ფხაკაძეებზე, იმისთვის, რომ ამ რაიონის ეს უკანასკნელი მწვანე სივრცე განადგურდეს და აქ გაკეთდეს 400 000 მ2 უზარმაზარი კომპლექსი – 77-სართულიანი ცათამბჯენი და 6 მოზრდილი შენობა, რომელთა სართულიანობა არის 50-დან 40 სართულამდე. ეს არის ამ ქალაქის უკანასკნელი მწვანე სივრცის განადგურება იმისთვის, რომ ივანიშვილმა გააკეთოს ფული და მიიღოს ის 80 მილიონი, რა ღირებულებითაც ეს ტერიტორია გაყიდა. ეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ქალაქს კიდევ დამატებით საფრთხეში ჩააგდებს, როგორც სატრანსპორტო, ისე ურბანული და ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამ მშენებლობის განხორციელება არის კატეგორიულად დაუშვებელი. სამწუხაროდ, დღეს თბილისი საკრებულოში „ქართლი ოცნება“ მარტო აპირებს, რომ ჩაიდინოს ეს დანაშაული და მხარი დაუჭიროს ამ ურბანულ გენოციდს. ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ მავნებლობას და დანაშაულს. პირველ რიგში, გავასაჩივრებთ სასამართლოში, ვიბრძოლებთ აუცილებლად და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ეს მშენებლობა აუცილებლად გაჩერდება,“ – განაცხადა ბუაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img