ლონდონის ბირჟაზე მხოლოდ საქართველოს ბანკის აქციები გაიზარდა

Published:

გალტ & თაგარტის 10–14 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, წინა კვირასთან შედარებით, პლუსში მხოლოდ საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციები გავიდა, თიბისი და საქართველოს კაპიტალი მინუსში რჩებიან.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.34% წინა კვირასთან შედარებით და – 19.70% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.36 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.35 – 39.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 164 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 23.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.14% წინა კვირასთან შედარებით და -19.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 557 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.00 – 25.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.64 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.69% წინა კვირასთან შედარებით და – 20.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 931 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.30 – 8.72 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 168 ათასი აქცია შეადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img