საქარველოში საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში საშუალო ხელფასი – 4 519 ლარი

Published:

2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4
ლარი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო
თვიური ხელფასი 2019-2024 წლებში, კვარტალების მიხედვით.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ
დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
    შედარებით გაიზარდა 20.2 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12.0
    პროცენტით);
  • მშენებლობა – 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3 პროცენტით).
    ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური
    საქმიანობის სახეების მიხედვით 2023-2024 წლების I კვარტალში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img