მეტროში მგზავრი მატარებლის ლიანდაგში გადავარდა – მეორე ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია

Published:

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.­

როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განაცხადეს, მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო. ამ დროისათვის მატარებლები მეტრო დელისამდე მოძრაობენ

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img