სტიქია ბაღდათში | მდინარე ხანისწყალი ადიდდა და სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა

Published:

სტიქია ბაღდათში – უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა, ასევე დაზიანებულა სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.

არსებული ინფორმაციით, დაიტბორა სოფელში მდებარე წყლის საამქრო. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა, მოგვიანებით დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img