მაისში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა

Published:

მაისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 1.9%-ით. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 4.44 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 35%-იანი ზრდაა. მეორე მხრივ, მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საბალანსო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი თვიურად 22%-ითაა შემცირებული.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოდან ექსპორტირებულია 319 გვტ/სთ ელექტროენერგია, ძირითად ბაზარს კვლავ თურქეთი წარმოადგენს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img