ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები პლუსშია

Published:

გალთ & თაგარტის 17–21 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიები მოზიტიურ დინამიკაში გადავიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ წინა თვესთან შედარებით აქციების ფასები მინუსში რჩება, წინა კვირასთან სოლიდურ ზრდას აჩვენებენ.

კერძოდ. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.76% წინა კვირასთან შედარებით და – 6.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 512 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.15 – 39.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 169 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.77% წინა კვირასთან შედარებით და -5.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.18 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.60 – 25.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 133 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.13% წინა კვირასთან შედარებით და -12.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 367 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.58 – 9.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 163 ათასი აქცია შეადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img