ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციები პლუსშია

Published:

გალთ & თაგარტის 24–28 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი, წინა კვირასთან შედარებით, პლუსშია. წინა თვესთან შედერებით და მხოლოდ საქართველოს ბანკის აქციები აჩვენებს ზრდას.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.33% წინა კვირასთან შედარებით და +2.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 447 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.00 – 41.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 143 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.19% წინა კვირასთან შედარებით და -0.58% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 429 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.20 – 26.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 126 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.11% წინა კვირასთან შედარებით და -0.31% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 581 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.98 – 9.88 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 168 ათასი აქცია შეადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img