Socar საწვავს ორ ლარად მაინც გაყიდის

Published:

Socar-ი მომხმარებლებს დაჰპირდა, რომ თუ 30 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები Euro 2024-ის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს მოუგებდა, იგი 1 ივლისის 14:00 საათიდან საწვავის 2 ლარად გაყიდდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო – ესპანეთის თამაში 4:1 დასრულდა, ესპანეთის სასარგებლოდ Socar-ი  დადებულ დაპირებას მაინც ასრულებს. – ამის შესახებ კომპანია საკუთარ Facebook გვერდზე წერს. 

“მადლობა ემოციებისთვის ევროპის ჩემპიონატს ამაყები ვტოვებთ – ჩვენმა ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო და მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას! ამ შედეგით მაინც საოცრად ვამაყობთ, გულშემატკივარს მაინც გავახარებთ და დადებულ პირობას შევასრულებთ 1-ელ ივლისს დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად შეიძენთ!

მადლობა ბიჭებო იმ სიხარულისთვის, რაც თქვენი თამაშის ყურებამ მოგვანიჭა მთელ ქვეყანას. მადლობა შეუპოვარი ბრძოლისთვის და თავგანწირვისთვის! მადლობა გულშემატკივრებო ერთგული ქომაგობისთვის. ეს ჩვენთვის პირველი ევროპის ჩემპიონატია, მომავალ ტურნირზე უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები დავბრუნდებით!


წინ დიდი გზა და ამ გზაზე ბევრი გამარჯვება გველოდება!” – ნათქვამია Socar-ის განცხადებაში. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img