მაისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 8.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

Published:

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მაისის მდგომარეობით 8.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მაისში საგარეო ვალის მოცულობა აპრილთან შედარებით 46 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ახალი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით დონორებისგან თანხების ჩამორიცხვებს უკავშირდება.

საქართველოს მთავრობა საგარეო ვალებს ძირითადად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის იღებს, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტებია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ასევე ჩრდილოეთი სამხრეთის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი. საერთაშორისო დონორები თანხებს ასევე გამოყოფენ ქვეყნის რეგიონული განვითარების პროექტების, და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მიმართულებითაც.

საქართველოს ძირითადი ვალი შემდეგ ქვეყბებთან/ორგანიზაციებთან აქვს:

კრედიტორივალის მოცულობა აშშ დოლარში
აზიის განვითარების ბანკი (ADB)2,256,326,000
მსოფლიო ბანკის ჯგუფი2,082,196,000
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)1,116,086,000
საფრანგეთი767,114,000
გერმანია605,052,000
მთავრობის ევრობონდი500,000,000
სებ-ის ვალი IMF-ის მიმართ393,091,000
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)224,328,000
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)211,780,000
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ194,560,000
ევროკავშირი (EU)143,895,000

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img