შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 – ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით:
ისტორია აირჩია – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკა აირჩია – 17 000-მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია აირჩია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა აირჩია – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ხელოვნება აირჩია – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
2024 წელს საგამოცდო ცენტრები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.