GWP დღეს, 4 ივლისს, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.
“წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, ახლით იცვლება წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე მონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ეწყობა სახანძრო ჰიდრანტები. პროექტში კომპანია 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დღეს, 4 ივლისის, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, მარიჯანის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელისა და მიმდებარე ქუჩებს, ქავთარაძის, ნუცუბიძის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს.
4 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან 5 ივლისის დილის 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
წყნეთს, კიკეთს, წავკისს, კოჯორს, ბეთანიას, ახალდაბას, სამადლოს და კვესეთს,” – წერია განცხადებაში.