„ბასლაინზე“ დაწერილი ჯარიმების მოცულობა 1 მილიონით გაიზარდა

Published:

2024 წლის 5 თვეში, თბილისში ავტობუსის ზოლში გადაადგილების წესების დარღვევისთვის მოქალაქეები 2,891,692 ლარით დაჯარიმდნენ – ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ვგებულობთ, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით ავტობუსის ზოლში ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 1 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის – ჯარიმა 100 ლარია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img