ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მკვეთრ მატებაშია

Published:

გალტ & თაგარტის 1–5 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი როგორც კვირის, ისე თვის ჭრილში მკვეთრად არის გაზრდილი, თუმცა აპრილში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებისგან ჯერ კიდევ შორსაა. 

კერძოდ. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 41.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.35% წინა კვირასთან შედარებით და +12.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.03 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.65 – 41.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 171 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.20% წინა კვირასთან შედარებით და +9.76% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 440 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.75 – 27.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 135 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.14% წინა კვირასთან შედარებით და +18.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 354 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.76 – 10.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 114 ათასი აქცია შეადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img