ცესკოს დაფინანსება 13 მლნ ლარით გაიზარდა

Published:

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში გასამართი საპარლამენტო არჩევნების დაფინანსების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამატებით 13 მლნ ლარი გამოეყოფა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან ხდება ცნობილი. პრემიერმა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცესკოსთვის თანხის გამოყოფა ფინანსთა სამინისტროს დაევალება.

ცნობისათვის, ცესკოს 2024 წლის ბიუჯეტი 171.219 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, აქედან საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის 126.5 მლნ ლარი იყო გამიზნული. შესაბამისად, გამოდის, რომ არჩევნებისთვის ცესკო 139.5 მლნ ლარს დახარჯავს, ყოველ შემთხვევისთვის, ამ დროისთვის სწორედ ეს თანხაა გამოყოფილი. 

აღსანიშნავია, რომ წელს ცესკოს დაფინანსება 121.7%-ით არის გაზრდილი, რაც დაკავშირებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან. გასულ წელს ცესკოს ბიუჯეტი 77.212 მლნ ლარს შეადგენდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img