GREDA: ჰესები სახელმწიფოს ფულით უნდა აშენდეს და გაიყიდოს

Published:

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, რომ ადეკვატური იქნებოდა, საქართველოში მსხვილი ჰესები სახელმწიფოს ფულით აშენდეს და შემდეგ მოხდეს მათი გაყიდვა ინვესტორზე.

„ვინაიდან ინვესტორი სკეპტიკურად უყურებს მსხვილი პროექტების აშენებას, ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე ადეკვატური გამოსავალი იქნებოდა, მოხდეს ამ ჰესების მშენებლობა სახელმწიფოს მხრიდან, დაიხარჯოს სახელმწიფოს ფული. ვინაიდან ეს არის ჩვენი გადამხდელების ფული. თუმცა, შემდეგ მოხდეს მისი გაყიდვა ინვესტორზე. თითქმის მსგავსი პრეცედენტი იყო ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში, როცა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ტექნიკურად აიღო აშენების პასუხისმგებლობა, მაგრამ დაფინანსება ამ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ არა სახელმწიფოსი, არამედ ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის და მას შემდეგ გაიყიდა ის ინვესტორზე, რაც აშენდა და გაეშვა“, – აცხადებს მაია მელიქიძე.

მისი თქმით, იმ ფონზე, რომ წლიდან წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება უცხოური გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება, „მსხვილი ჰესები ჰაერივით გვესაჭიროება“.

„ვინაიდან ამდენი წლის განმავლობაში ვერ აშენდა ეს მსხვილი პროექტები და ამ დროს მოხმარება იზრდება წლიდან წლამდე და ჩვენ, საბოლოო ჯამში, მეტ იმპორტს ვახდენთ აზერბაიჯანიდან გაზის ან შემოგვაქვს იმპორტირებული ელექტროენერგია მეზობელი რუსეთიდან, ამიტომ გადაწყვეტილება სასწრაფოდაა მისაღები და მსხვილი ჰესები ჰაერივით გვესაჭიროება“, – აცხადებს მაია მელიქიძე.

კომერსანტი

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img