6 თვეში ტურისტების რაოდენობა 10%–ით გაიზარდა

Published:

პირველ ექვს თვეში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. 2023  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 5.6%–ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

იანვარ-ივნისში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტი.

2024 წლის მეორე კვარტალში  საქართველოში 1 720 516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  2023 წელთან შედარებით ზრდა 4.2%-ია.

მეორე კვარტალში საქართველოში 1 185 172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 9.2%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img