პირველ ექვს თვეში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 5.6%–ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
იანვარ-ივნისში ქვეყანაში 2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტი.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1 720 516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 4.2%-ია.
მეორე კვარტალში საქართველოში 1 185 172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 9.2%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.