PMCG: ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებენ 4.3%-ით გაიზარდა

Published:

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.6%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ის დასაქმების თრექერში ვკითხულობთ.

კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 14.9%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.4პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 27.0%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2024 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.4%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img